1 | გაკვეთილის მთავარი თემა | დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში აგებული კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო მნიშვნელოვანი |
2 | სწავლების საფეხური | 11 კლასი |
3 | მოსწავლეთა პროფილი | 9 მოსწავლე , კლასში არარის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე |
4 | გაკვეთილის აქტუალობა | მოსწავლეებს აქვთ საშუალება იხილონ ვიდეო და ფოტო მასალა, 11 –12 საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ რაც გამოიწვევს ინტერესის გაღვივებას რათა ღრმად შეისწავლონ მოცემული პერიოდი. მოახდინონ ანალიზი, გამოთქვან მოსაზრება მათ მნიშვნელობაზე. |
5 | გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მოიძიონ ინფორმაცია 11–12 საუკუნის კულტურული ძეგლების შესახებ , იმსჯელონ და გამოთქვან მოსაზრება მათ მნიშვნელობაზე. |
6 | წინასწარი ცოდნა | იცნობენ 11–12 საუკუნის ეპოქას , ამ ეპოქაში მომხდარ მოვლენებს ,რელიგიის გავლენას ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე . |
7 | შეფასების საგანი და პროცედურები | ჯგუფის წევრებს ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს , პრეზენტატორებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით პრეზენტაციაში |
8 | სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ორი კომპიუტერი ინტერნეტი საოფისე პროგრამა ვორდი სახელმძღვანელო |
9 | გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი | აქტივობა 1–10 წთ საორგანიზაციო საკითხები (მიზნის გაცნობა ,კლასის ორ ჯგუფად მოწყობა ,შეფასების რუბრიკის გაცნობა)–10 წთ აქტივობა 2–25 წთ ინტერაქტიული კითხვა– პასუხი 11–12 საუპუნის ეპოქაზე აქტივობა 3 –30 წთ ჯგუფებს ვაძლევ დავალებას ინტერნეტის და სახელმძღვანელოს გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია 11–12 საუკუნის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების შესახებ, იმსჯელონ და გამოხატონ თავიანთი აზრი იმაზე თუ რატომ არის მათთვის ყველაზე საინტერესო ეს ძეგლები. აქტივობა 4– 20 წთ პრეზენტაცია აქტივობა 5–5 წთ შეპასება (იხილეთ შეფასების რუბრიკა) ჯგუფების პრეზენტატორებს ვაფასებ პრეზენტაციაში |
суббота, 26 марта 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий